ქეთი ოქროპირიძე — გოგონა, რომელმაც ევროკავშირის დახმარებით ოცნება რეალობად აქცია

23 წლის ქეთი ოქროპირიძე ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ წერეთლიდან არის. მისი ისტორია შთაგონებად შეიძლება იქცეს მრავალი ახალგაზრდასთვის, განსაკუთრებით კი — გოგონებისათვის. რეგიონში, სადაც განათლების ხელმისაწვდომობა, დასაქმება და პროფესიული განვითარება ხშირად სერიოზული გამოწვევაა, ქეთიმ თავისი ოცნება წარმატებად აქცია.

ქეთის ბავშვობიდან უყვარდა ხატვა და ვიზუალური ხელოვნება, თუმცა პროფესიული განათლება მისთვის მხოლოდ სურვილად რჩებოდა — ფინანსური შესაძლებლობები ამის საშუალებას არ აძლევდა. გრაფიკული დიზაინის სწავლა მის ოცნებად იქცა, თუმცა რეალობად ის მხოლოდ მაშინ გარდაიქმნა, როდესაც ქეთი სოციალურ საწარმოტექგოგოს შეუერთდა. ეს პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ქალების მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკურ გაძლიერებას, მათთვის ციფრული განათლების მიღებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით.

ტექგოგოს ციფრული სკოლა უდიდესი შესაძლებლობა იყო ჩემთვის. სკოლის დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად დავიწყე მუშაობაპირველი შეკვეთა ლოგოს დიზაინზე მივიღე. მაშინ ძველი, სუსტი ლეპტოპი მქონდა და ტექნიკურად ვერც რთულ პროექტებში ვერთვებოდი.“ — გვიყვება ქეთი.

ქეთისთვის გარდამტეხი აღმოჩნდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კიდევ ერთი ინიციატივა, რომელსაც „HEKS-EPER Georgia“ ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში ქეთიმ მონაწილეობა მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის გამოცხადებულ კონკურსში, რომლის ფარგლებშიც, რამდენიმე ეტაპის გავლის შემდგომ, ბიზნეს გეგმა წარადგინა და დაფინანსება მოიპოვა საჭირო ტექნიკის შესაძენად. ეს ტექნიკური მხარდაჭერა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილების საწყისად გადაიქცა — ახლა ქეთი თავისუფლად ახორციელებს გრაფიკულ პროექტებს, დამოუკიდებლად ასრულებს სამუშაოს და მისი შემოსავალი, სულ მცირე, ხუთჯერ გაიზარდა.

ეს პროექტები რომ არ ყოფილიყო, ალბათ, პროფესიის დაუფლებას წლები მოვანდომებდი. ეს იყო ხელშეწყობა, რომელმაც ჩემი ცხოვრება, თავდაჯერება და მოტივაცია მკვეთრად შეცვალა უკეთესობისკენ. დღეს ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს, ამავდროულად გამეზარდა შემოსავალი. — ამბობს ქეთი.

ევროკავშირი და მის მიერ დაფინანსებული სხვადასხვა პროექტი უდიდეს როლს თამაშობს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. HEKS-EPER Georgia-ს პროექტების მენეჯერის, გიორგი თვალიაშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში 69 ბიზნესი დაფინანსდა. მიზანი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარების ხელშეწყობაა:

ჩვენი პროექტის ფარგლებში მეწარმეებს მხოლოდ გრანტი არ გადაეცემათმათ პროფესიული ტრენინგებიც გაიარეს. ეს პროექტები ქმნიან მდგრად შესაძლებლობებს და მნიშვნელოვნად უწყობენ ხელს რეგიონის სოციალურეკონომიკურ განვითარებას.“ აღნიშნავს გიორგი.

ქეთი თვლის, რომ რეგიონში მცხოვრები გოგონები ჯერ კიდევ მრავალი ბარიერის წინაშე დგანან — მათთვის ხელმისაწვდომი განათლება და ღირსეული დასაქმება, ხშირად, გამოწვევად რჩება. თუმცა, მისი გამოცდილება იმაზე მეტყველებს, რომ პატარა შესაძლებლობებიც კი დიდი ცვლილებების საფუძველი შეიძლება გახდეს, განსაკუთრებით, თუ ეს საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ხდება.

არასდროს თქვათ უარი შესაძლებლობაზე, რომელმაც, შეიძლება, თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოს. ნუ იფიქრებთ, რომ რაღაც არ შეგიძლიათთუ გჯერათ საკუთარი თავის, ნამდვილად შეძლებთ.“

ქეთის ამბავი გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ პროფესიული წარმატების ისტორია — ეს არის შინაგანი ცვლილების, თავისუფლებისკენ სვლის და ფინანსური დამოუკიდებლობისკენ გადადგმული ნაბიჯების გზა. ქეთის ისტორია კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად შეუძლია განათლებას, მხარდაჭერასა და ტექნიკურ რესურსს ინდივიდის ცხოვრებაზე გარდამტეხი, სასიკეთო გავლენის მოხდენა.

 

ტექ-გოგოს დამფუძნებელი: თეონა ქავთარაშვილი

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით.

მის შინაარსზე პასუხისმგებელია ააიპ “ვი თუ თექ ჯორჯია“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია პროექტის   „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება  სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში  თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ფარგლებში, განმახორციელებელი HEKS\EPER Georgia-ს მიერ.

გაზიარება: