"უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" პროექტის პარგლებში, რომელიც ევროკავშირისა და CSRDG-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, ჩვენ პროექტი “ ციფრული სკოლა ქალებისთვის” მინდინარეობს.
პროექტის მიზანია ქვემო ქართლის რეგიონში, ქალების მოწყვლადი ჯგუფების, მარტოხელა დედებისა და ეთნიკური უმცირესობების ეკონომიკური გაძლიერება, მათთვის ციფრული განათლების მიცემითა და დასაქმების ხელშეწყობის გზით.
პროექტის ფარგლებში დაფუძნდა ციფრული სოციალური საწარმო “ტექგოგო”, რომელიც შედგება ორი კომპონენტისგან: ციფრული სკოლა და სარეკლამო სააგენტო.
პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლის რეგიონში უკვე გადამზადა 12 ქალი გრაფიკულ და UI დიზაინსა და ციფრულ მარკეტინგში.
პროექტი “ეთნიკურად აზერბაიჯანელი ქალების თავდაცვისა და კიბერუსაფრთხოების მექანიზმის გაძლიერება“, მიზნად ისახავს ქვემო ქართლის რეგიონში ეთნიკური უმცირესოების მიმართ, ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის კვლევას და თემში ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას. პროექტის ფარგლებში შეიქმნა პლათფორმა, რომელიც ეთნიკურად აზერბაიჯანელ ქალებს მიაწვდის მათთვის საჭირო ინფორმაციას, ტრენინგებისა და ვებინარების სახით. პროექტი ხორციელდება “ქალთა ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით.
ევროკავშირისა და Heks Eper -ის ფინანსური მხარდაჭერით მარნეულის მუნიციპალიტეტში განვახორციელეთ პროექტი, რომლის მიზანიც იყო თემებში მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების აქტივობების განხორციელება, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისა და ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობაზე აქცენტირებით.
პროექტის ფარგლებში მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე, სადაც 2024 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები და გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ შემუშავებული გეგმა განიხილეს, ჩავერთეთ და ჩვენს მერ შემუშავებული „ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ქვეპროგრამა“ წარვადგინეთ.