ამ 2-თვიან, სრულად პრაქტიკულ კურსზე შეისწავლით AI ვიდეოპროდუქციის მთელ პროცესს — კრეატიული იდეის დამუშავებიდან და სთორიბორდის შექმნიდან, პროფესიონალური ვიზუალების გენერაციამდე, პრომპტების სწორად დაწერამდე, ფოტოს ვიდეოდ გარდაქმნამდე, მონტაჟამდე, ვოისოვერის დამატებასა და საბოლოო პრეზენტაციამდე. ასევე დაეუფლებით თანამედროვე AI ინსტრუმენტებს, როგორიცაა ChatGPT, Claude, Gemini, Midjourney, Higgsfield და ElevenLabs, რათა მნიშვნელოვნად დააჩქაროთ თქვენი სამუშაო პროცესი.
კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ დამოუკიდებლად შექმნათ მაღალი ხარისხის AI ვიდეოები ბრენდებისთვის, კომპანიებისა და სოციალური მედიისთვის, დაზოგოთ საათობით სამუშაო დრო AI-ის დახმარებით და იმუშაოთ თანამედროვე ვიდეოპროდუქციის საერთაშორისო სტანდარტებით. მიღებული ცოდნა გამოგადგებათ როგორც კონტენტკრეატორის, მარკეტერის, ვიდეორედაქტორის, სააგენტოს თანამშრომლის ან ფრილანსერის კარიერაში, ხოლო წარმატებულ კურსდამთავრებულებს ექნებათ Tech Gogo-სთან თანამშრომლობისა და დასაქმების შესაძლებლობაც.
ბორის ჩაჩავა არის Creative Team Leader @ Doktorabc და AI-ზე დაფუძნებული კრეატიული მარკეტინგის სპეციალისტი. ის საქართველოში ერთ-ერთი პირველი პროფესიონალია, რომელმაც AI ტექნოლოგიები სარეკლამო კამპანიების შექმნასა და მასშტაბირებაში დანერგა.
ბორისს აქვს საერთაშორისო ბრენდებთან და ტექნოლოგიურ პროექტებთან მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. პარალელურად, ატარებს ტრენინგებს AI ინსტრუმენტების, კრეატიული სტრატეგიებისა და თანამედროვე ვიდეოპროდუქციის მიმართულებით. სოციალურ მედიაში 18,000-ზე მეტი მიმდევრის აუდიტორიასთან აქტიურად აზიარებს პრაქტიკულ გამოცდილებას AI, პერფორმანს-მარკეტინგისა და ციფრული კონტენტის შექმნის შესახებ.
სწავლება არის ჰიბრიდული, ლექციების ნაწილი ტარდება დისტანციურად - ონლაინ, ნაწილი ადგილზე დასწრებით, კოლეჯში "მოდუსი" (მარნეული, იალღუჯის ქუჩა).
ლექციები ტარდება კვირაში 2 დღე
Ჩვენთან უფასოა სწავლა