ჩვენ შესახებ

ჩვენი მისია

TechGogo – ს მისიაა ქალების ეკონომიკური გაძლიერება ციფრული განათლების ხელმისაწვდომობით, მაღალ სტანდარტებზე ორიენტირებულ სოციალურ საწარმოსა და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებში დასაქმების გზით.

ვინ ვართ ჩვენ?

ჩვენ ვართ ახლადდაფუძნებული ციფრული სოციალური საწარმო, რომელიც ქვემო ქართლში ქალების სოციალური და ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას, მათ თვითგანვითარებასა და თვითრეალიზაციას უწყობს ხელს.

ჩვენ ვაერთიანებთ ციფრულ სკოლასა და სარეკლამო სააგენტოს, რომელიც ორიენტირებულია, ხელი შეუწყოს:

ჩვენი გუნდი

თეონა ქავთარაშვილი

დამფუძნებელი, დირექტორი, აქტივისტი, ტრენერი, მკვლევარი

ლილი ფულერიანი

ციფრული მარკეტინგის ლექტორი Ბლოგერი, ქოფირაითერი, სოციალური მედიის სპეციალისტი

ნინო თევდორაშვილი

გრაფიკული დიზაინის ლექტორი გრაფიკული დიზაინერი

რას ამბობენ ჩვენზე?

ციფრული მარკეტინგის კურსი იყო ახალი შესაძლებლობა ჩემთვის, მესწავლა ის რაც მაინტერესებს. კურსი იყო ინტენსიური და პრაქტიკულ დავალებებზე აგებული. “ტექგოგო”-ს გუნდში ყოფნა ჩემთვის არის დიდი შანსი ვაკეთო ჩემი საყვარელი საქმე და ეკონომიურად გავძლიერდე.

ტურაჯ იბრაგიმოვა 37 წლის

“ტექგოგომ” ამისრულა ჩემი დიდი ხნის ოცნება და ვისწავლე გრაფიკული დიზაინი, კურისიც ლექტორიც იყო ძალიან მაღალკვალიფიციური. ყოველი ლექციის მერე ვგრძნობდი, როგორ ვვითარდებოდი და ვიუმჯობესებდი უნარებს. “ტექგოგო” არის შესაძლებლობების და ახალი კავშირების შეძენის საუკეთესო სივრცე.

ქეთი ოქროპირიძე 22 წლის

“ტექგოგო”-ს ციფრული მარკეტინგის კურსი ავირჩიე, რადგან არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, მქონდეს კარიერა და ფინანსურად ვიყო დამოუკიდებელი, მქონდეს მაღალი ანაზღაურება. ასევე გავხდე დამოუკიდებელი და თავისუფალი ქალი.

აიდა ორჯუოვა 22 წლის

ჩვენი ჯილდოები

გრეის ჰოპერის ჯილდოს “Special Mention” ნომინაციის გამარჯვებული