ახალი სოციალური საწარმო “ტექგოგო” ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის შეიქმნა

იმ პრობლემებს შორის, რომელიც ქალებს ძალადობის პირობებში ცხოვრებას აიძულებს, ეკონომიკური დამოკიდებულება ერთ-ერთი პირველია. ძალადობის დაუსრულებელი ჯაჭვის გაწყვეტა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ქალს საკუთარი შემოსავალი ექნება და ეკონომიკურად ფეხზე მყარად დგომა შეეძლება, რათა ღირსეულად იცხოვროს დამოუკიდებლად. ერთი თვეა, რაც მარნეულში, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, ახალი პირველი ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გაიხსნა. იგი სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მიზნით შეიქმნა, რათა ჩვენ ირგვლივ უფრო და უფრო გაიზარდოს ეკონომიკურად დამოუკიდებელი ქალების რიცხვი. პროექტის ავტორი თეო ქავთარაშვილი თავად გვიამბობს იმის შესახებ, თუ რა შესაძლებლობებს სთავაზობს „ტექგოგო“ იმ ქალებს, რომლებსაც ეკონომიკური ხელშეწყობა ყველაზე მეტად სჭირდებათ

წაიკითხეთ მეტი sapari.ge

გაზიარება: